ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„მოლაშვილმა მითხრა, რომ სცენარის ავტორი ბოკერია იყო“

 

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ  „ტვ პირველის“ ეთერში ციხეში სულხან მოლაშვილის წამების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს:

„სულხან მოლაშვილმა ბოკერიაც დაასახელა ჩემთან. თქვა, რომ ამ სცენარის ავტორი ბოკერია იყო. არ უთქვამს რომ მან აწამა.

გიგა ბოკერიას მე საერთოდ არ ველაპარაკებოდი, ამიტომ მასთან არ მისაუბრია.

მზად ვარ ჩვენებაც მივცე სააკაშვილს და ადეიშვილის წინააღმდეგ. სულხან მოლაშვილის თემაზე არავის დავუკითხივარ. იქ ყველაფერს ვიტყვი, რაც ვიცი.

როცა მიშას ველაპარაკე, ადეიშვილთან მიდიო, მითხრა. ადეიშვილმა კი კორუფციონერიაო, მიპასუხა მოლაშვილზე.“ – განაცხადა ელენე თევდორაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ სულხან მოლაშვილი 2004 წელს უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. მოლაშვილი ციხეში მისი წამების შესახებ ბრალს ზურაბ ადეიშვილს, გიგა ბოკერიას და ვალერი გრიგალაშვილს სდებდა. კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი 47 წლის ასაკში ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა.

იტვირთბა....