ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი სპორტი

ლიონელ მესის პატიმრობა შეეფარდა

არგენტინელ ფეხბურთელ ლიონელ მესის 21 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. BBC-ის ინფორმაციით, ესპანური სასამართლო ფეხბურთელს გადასახადების დამალვას ედავება.

გარდა ამისა, მესის ჯარიმის სახით 2 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება, პატიმრობას, ესპანური კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაძლოა, ფეხბურთელმა ციხეს თავი აარიდოს და მხოლოდ პირობითი სასჯელით შემოიფარგლოს.

პროკურორები აცხადებენ, რომ მესი გადასახადების დამალვას ოფშორული ზონების ანგარიშებზე ცდილობდა.

თავად ფეხბურთელმა, ცოტა ხნის წინ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.

იტვირთბა....