აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

რუსებმა კიევს დაარტყეს – არიან დაშავებულები

რუსებმა კიევს დაარტყეს – არიან დაშავებულები. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა „ისკანდერ-მ“-ის ტიპის რაკეტები ან S-300/S-400 ტიპის რაკეტები გამოიყენეს.

ღამით უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ტკაჩენკოს ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ერთ-ერთ რაიონში დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა, სხვა რაიონში კი კვამლი გავრცელდა. ასევე, იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საოფისე შენობას.

ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ხანძარი გაჩნდა ტრანსფორმატორის ქვესადგურზეც. გარდა ამისა, აფეთქების ტალღამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია.

იტვირთბა....