საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ხვალ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განხილვა გაიმართება.
შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების თაობაზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი ანდრეას მამიკინსი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ანგარიში წარადგინა. მან ევროპელ დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.