ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსული ნავთობკომპანიის მრჩევლად კარლ ბილდტი დაინიშნა

ნავთობკომპანიის მფლობელი მიხაილ ფრიდმანის განცხადებით, რუსული ნავთობკომპანიის მრჩევლად შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი დაინიშნა, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო როიტერზე დაყრდნობით შვედური რადიო ავრცელებს.

 

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით ფრიდმანი რუსეთის ყველაზე გავლენიანი მაგნატი და პუტინთან განსაკუთრებულად დაახლოებული პიროვნებაა.

 

კარლ ბილდტი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრად 2006-2014 წლებში მუშაობდა, ხოლო 1991-1994 წლებში შვედეთის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა.

 

იტვირთბა....