ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თბილისშია

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისშია. ჯონ კერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აეროპორტში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს ელჩი ამერიკაში და ამერიკის ელჩი საქართველში დახვდნენ. ოფიციალური შეხვედრები კანცელარიაში 2 საათზე უნდა დაიწყოს.

კერი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგაც გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა, რომელიც თანათავმდჯომარეც იქნება ჯონ კერი.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჯონ კერი, ხვალ დილით ოპოზიციური პარტიების წევრებთან შეხვედრის შემდეგ კიევში გაემგზავრება, საიდანაც ვარშავას ეწვევა და ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

 

იტვირთბა....