შვეიცარიული კომპანია შტადლერის მიერ საქართველოსთვის დამზადებული ორსართულიანი მატარებლები თბილისში რამდენიმე საათის წინ შემოყვანეს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მატარებლებს ბოლო, მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდებათ და მათი პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოს რკინიგზამ შვეიცარიულ კომპანიას 4 ახალი, ორსართულიანი მატარებელი 2016 წლის გაზაფხულზე შეუკვეთა, რაშიც 40 მილიონი ევრო გადაიხადა. მატარებლები თბილისი-ბათუმის რეისზე იმოძრავებენ.