ივლისიდან საუდის არაბეთში ქართული კომპანია „საირმის“ მინერალური და წყაროს წყლის რეალიზაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული სასმელი წყალი სამეფოს 32-მილიონიან ბაზარზე შედის. ამ ეტაპზე, საუდის არაბეთში შეტანილია 240 ათასი ბოთლი. პროდუქციის შემომტანია საუდური კომპანია Amlak Trading Est.
ამასთან, საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია რამდენიმე საპრეზენტაციო ღონისძიება.