ერაყის დედაქალაქში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის დროს გარდაცვლილთა რიცხვმა 165 მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Independent ავრცელებს.
შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით, ბაღდადის ცენტრალურ რაიონ კარადაში ბაზართან ახლოს, მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.