ახალი ამბები მთავარი სამართალი

კანდელაკის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

წუხელ კანდელაკის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას მრავლობითი ჭრილობები საფანტის თოფით ჰქონდა მიყენებული.

თვითმხილველთა თქმით, დაზარალებული სახლში იმყოფებოდა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა დაუძახეს, სახლიდან გამოიყვანეს და სწორედ ამ დროს გაისმა სადარბაზოსთან სროლის ხმაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე განზრახ მკვლელობისა და 236-ე იარაღის უკანონო ტარების მუხლითაა აღძრული.

შეგახსენებთ, შემთხვევა კანდელაკის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.

 

 

იტვირთბა....