ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართევლო ევროკავშირისგან დახმარების სახით წელიწადში 100 მილიონ ევროს მიიღებს.
„უკეთესი ბიზნესშესაძლებლობები საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის გაუმჯობესებული გარემო, გაზრდილი ენერგოეფექტურობა ეს არის მხოლოდ რამდენიმე სფერო, სადაც უკვე დავინახეთ იმედის მომცემი ნიშნები შეთანხმების დროებითი გამოყენების დროს და რომელიც ახლა შემდგომ პროგრესს შეძლებს. ნება მიბოძეთ წავახალისო საქართველო, რათა სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება -წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელსაც ევროკავშირი ქვეყნის რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად უზრუნველყოფს”.- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.