აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

Axios-ის ინფორმაციით, სენატორმა ლინდსი გრემმა სიცოცხლის ბოლო საათებში დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრები გამართა

Axios-ის ინფორმაციით, სენატორმა ლინდსი გრემმა სიცოცხლის ბოლო საათებში სატელეფონო საუბრები გამართა დონალდ ტრამპთან და თავის ნდობით აღჭურვილ პირთან. როგორც გამოცემა წერს, ტრამპს მან უკრაინაში თავისი ბოლო ვიზიტისა და რუსეთის სანქციების კანონპროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამის შემდეგ, საუბარი გამართა ნდობით აღჭურვილ პირთან, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ აკონკრეტებს და წერს, რომ სწორედ ამ უკანასკნელთან დაიჩივლა სენატორმა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. თანამოსაუბრემ მას ურჩია დაუყოვნებლივ მიემართა ექიმისთვის, რაზეც სენატორმა უპასუხა, რომ ამას კვირა დილით, NBC News-ის ეთერის შემდეგ გააკეთებდა. როგორც Axios წერს, გრემმა თანამოსაუბრესთან იხუმრა: “ახლა ვერ მოვკვდები, ჯერ კიდევ რუსეთისთვის მაქვს სანქციები დასაწესებელი, ირანთან დაკავშირებული სიტუაცია და ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობები მაქვს მოსაგვარებელი”.

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 11 ივლისს, 71 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა.

კოლუმბიის ოლქის სამედიცინო ექსპერტის წინასწარი გამოკვლევის თანახმად, ლინდსი გრემის უეცარი გარდაცვალება გულის პრობლემამ გამოიწვია – ინფორმაციას Politico ავრცელებს.

იტვირთბა....