აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინამ მოსკოვის ოლქს დრონებით შეუტია

უკრაინამ მოსკოვის ოლქს დრონებით შეუტია – Telegram-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ სოლნეჩნოგორსკში დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. გამოცემა ASTRA წერს, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით, საღამოს 22:00 საათიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 40 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. სობიანინს კონკრეტული ლოკაციები და თავდასხმის შედეგები არ დაუკონკრეტებია.

მოსკოვის ოლქზე თავდასხმა დაადასტურა ოლქის გუბერნატორმა. ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, სოლნეჩნოგორსკში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი, დაშავებულია ორი ადამიანი. მისივე მტკიცებით, ისტრაში დაიღუპა სამი და დაშავდა სამი ადამიანი, ხანძარი გაუჩნდა ხუთ კერძო სახლს.

იტვირთბა....