აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვაგნერის” ყოფილმა მებრძოლებმა ევგენი პრიგოჟინის შვილის, პაველ პრიგოჟინის ხელმძღვანელობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში “ნარკოტიკების იმპერია” შექმნეს

კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ყოფილმა მებრძოლებმა ორგანიზაციის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის შვილის, პაველ პრიგოჟინის ხელმძღვანელობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში “ნარკოტიკების იმპერია” შექმნეს – წერს გამოცემა Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი ვაგნერელების ნარკოვაჭრობას ვერც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები და ვერც კრემლი ვერ აკონტროლებს. ვაგნერის 500 ყოფილი მებრძოლის შემოსავლის ძირითადი წყარო ოპიოიდი ტრამადოლია. ნივთიერება ჩვეულებრივ ტკივილგამაყუჩებელია, თუმცა მისი მაღალი დოზა დამოკიდებულებას იწვევს.

ტრამადოლით ვაჭრობაზე კონტროლი ყოფილ მებრძოლებს ხე-ტყითა და ოქროს საბადოებით სარგებლობის საშუალებას აძლევს, რითაც ყოველწლიურად 180 მილიონ დოლარს მოიპოვებს.

ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივის შეფასებით, ტრამადოლი არა მხოლოდ შიდა ბაზარზე იყიდება, არამედ ექსპორტზე გადის აფრიკის სხვა ქვეყნებშიც. შემოსავალს კი სამხედრო დაჯგუფება შეიარაღებაში იყენებს.

იტვირთბა....