ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

დაახლოებით 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე.

ამის შესახებ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა,  პირველ სესიაზე უნდა გამოცხადებულიყო 9300-ზე მეტი აბიტურიენტი, მაგრამ  აქედან დაახლოებით 400 გამოცდაზე არ მისულა, ხუთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

იტვირთბა....