ვერძი
ვერძებისთვის მაღალი ანაზღაურების საჭირო პირობაა – დრაივი სამუშაოდან. სიმართლე ისიც არის, რომ ფული მათ ჯიბეში დიდხანს არ უჩერდებათ. პროფესიები, რომლის წყალობით ვერძებს შეუძლიათ დიდი ქონების დაგროვება: სპორტული მწვრთნელი, ბიზნეს-ანალიტიკოსი, არქიტექტორი, ინტერიერების დიზაინერი, პრომოუტერი, პოლიტიკოსი, ტელეწამყვანი.
კურო
ყველა ზოდიაქოს ნიშანს შორის ისინი ყველაზე მეტად არიან ორიენტირებულები სიმდიდრეზე. კუროების მნიშვნელოვანი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ შეუძლიათ ეკონომიურად დახარჯონ ფული. კუროებისგან გამოდიან შესანიშნავი ანალიტიკოსები, ფინანსისიტები, სამედიცინო და სამეცნიერო მკვლევარები, შეფ-მზარეულები, იურისტები.
ტყუპი
ტყუპებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება და ამიტომაც ლიდერობენ სიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშნებს შორის. გინდათ გახადოთ ტყუპი მდიდარი და ბედნიერი? მიეცით მათ სამუშაო იმ სფეროში, სადაც საჭიროა შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება: მუსიკალური ინდუსტრიიდან კომპიუტერულ გრაფიკამდე.
კირჩხიბი
კირჩხიბები მიდრეკილები არიან ფულის შეგროვებისკენ. მათ მტკიცედ უნდა იცოდნენ, რა მოუტანთ საქმე, რომელზეც მუშაობენ. როგორც წესი, ასეთ დასკვნამდე ისინი მოდიან 30+ ასაკში. თუ ამ საკმაოდ მგრძნობიარე ნიშნის წარმომადგენლები აღწევენ კიდეც ფულში დამოუკიდებლობას, მაშინ, როგორც წესი, ეს ხდება მომსახურების სფეროში, იურისპრუდენციაში, ბავშვებთან და ცხოველებთან მუშაობაში.
ლომი
ლომები ლიდერობენ ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში. მათი ამბიციები და დაუოკებელი სურვილი იტრაბახონ იმდენად დიდია, რომ ეს გრძნობა დღითი დღე უბიძგებთ მათ გაზარდონ კეთილდღეობა. ლომები უმიზნებენ ისეთ პოზიციებს, რომლებსაც მოაქვთ სტატუსი და ძალაუფლება. კარგად ართმევენ თავს დირექტორის, გიდის, უძრავი ქონების აგენტის, ნოტარიუსის, დიზაინერის როლს.
ქალწული
ქალწულებს უყვართ შრომა. ისინი აყვავდებიან საგამომცემლო საქმეში, რედაქტურაში, მედიცინაში, საბუღალტრო აღრიცხვაში, ლინგვისტიკაში და კვების სფეროში. ისინი ცნობილები არიან თავისი პერფექციონიზმითა და სისუფთავით. ამიტომ მათგან გამოდიან შესანიშნავი ვიზაჟისტები, პარიკმახერები. ქალწულების სხვა სამუშაო გატაცება, რომელიც პირდება გასამრჯელოს, – სტატისტიკა და კვლევები.
სასწორი
საქმეში ტრიუმფალური წარმატებისთვის სასწორებს სჭირდებათ მსხვილ კომპანიაში მუშაობა. ხშირად წარმატებას აღწევენ შემოქმედებით პროფესიებში, ხელოვნების სფეროში, აუდიტორიასთან მუშაობაში. სოლიდური შემოსავალი საქმეებში შეიძლება მოუტანოს გართობების ინდუსტრიამ: მათი სიმდიდრე – პოპულარობისა და სახელის შედეგია. სხვა ვაკანტურ წინადადებებს შორის – სამეცნიერო და კვლევითი ლაბორატორიები, ვაჭრობა, თრეველ-ინდუსტრია, ინტერიერების დიზაინი.
მორიელი
სიყვარული და გაუმაძღარი ლტოლვა სიმდიდრისკენ – მორიელების თვისებაა. ისინი საოცნებო სამუშაოსგანაც კი იშვიათად ღებულობენ სიამოვნებას: ბედნიერება და ტკბობა – მხოლოდ და მხოლოდ პირადი ცხოვრების პრეროგატივაა. ამ ნიშანს ფინანსური სტაბილურობა შეიძლება მოუტანოს მაღალი ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციებისა და დაზღვევის სფერომ. ამის გარდა, მორიელებისაგან გამოდიან შეძლებული იურისტები, მეცნიერები და ქირურგები.
მშვილდოსანი
ფულის ფორტუნა უღიმის მშვილდოსნებს. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ადამიანების საზოგადოებას, რომლებსაც არ ეშინიათ დიდი ფულის კეთება. მშვილდოსნებისგან გამოდიან მშვენიერი ხელმძღვანელები – სამართლიანები, მშვიდები, გონივრულები. მათი გავლენის სფეროა – სამუშაო განათლების, სახელმწიფო სამსახურის, კონსულტირების სფეროში.
თხის რქა
სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით, თხის რქებს ფული, როგორც ასეთი, არ იზიდავს, ისინი მტკიცედ მიისწრაფიან ძალაუფლებისკენ. თხის რქები ამბიციურები არიან და, რაც არ უნდა მოხდეს, ცდილობენ გახდნენ საუკეთესოები თავის პროფესიაში. საუკეთესო ვაკანსიებია: რედაქტორი, ბანკირი, ბუღალტერი, ორგანიზატორი, შემფასებელი, პროგრამისტი.
მერწყული
სიმდიდრე შეიძლება მოვიდეს მერწყულებთან მათი ორიგინალური იდეებისა და ახალი აღმოჩენის რეალიზაციიდან. იმისათვის, რომ იშოვნონ ფული, მათ უნდა მოკიდონ ხელი არასტანდარტულ ამოცანებს, მათი „გამოყვანა“ პირდება სოლიდურ კუშს. შესაძლებელი შემოსავლიანი ვაკანსიების რიცხვშია: დიზაინერი, მუსიკოსი, გამომგონებელი, პილოტი, ფერმერი.
თევზები
თევზები მდიდრდებიან ძირითადად შემოქმედებითი სფეროდან – მუსიკა, ცეკვა, ფოტოხელოვნება, ვებ-დიზაინი, საიუველირო ხელოვნება, მულტიმედია. ასტროლოგებშიც ბევრი თევზებია. თევზებისთვის საშემოსავლო ვაკანსიებია: მხატვარი, ფსიქოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ვეტერინარი. ისინი დომინირებენ ავიაკომპანიების თანამშრომლების რიცხვში, უძრავი ქონების, ლანდშაფტური დიზაინისა და სპა-მომსახურების სფეროში.
Pomade.ge