ნატო ვარშავის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე იმ საკითხებზე ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც სამიტზე განიხილება და სადაც საქართველოზეა საუბარი.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამიტზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას:
„აღმოსავლეთით, ნატო გააგრძელებს თავისი პარტნიორების, უკრაინის, საქართველოსა და რესპუბლიკა მოლდოვას თავდაცვითუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას, რათა შეძლონ გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და რეფორმების გაგრძელება. ალიანსი გააძლიერებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს. ნატო გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და საქართველო, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.