ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონში წყლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

სამუშაოების წარმოება, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 28 ივნისს, საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ 29 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანი- ნაძალადევის რაიონში: თემქის III მიკრორაიონს, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, გლდანულას, სოფელ გლდანს, სოფელ გიორგიწმინდას, მუხიანის სამხედრო დასახლებას და აგარაკებს.

ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის, რევოლუციის, მშვიდობის, მანაგაძის, ხანძთელის, სხვიტორის, სკოლის, ლიბანის, გაგრის, ბაღნარის, წერეთლის, რიონის, იპ.ივანოვის, ზარზმის, ილორის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზამბავრის, ხარაძის ქუჩებს.

კონიაკის, გაზის, ბერთუბნის, ცენტროლიტის დასახლებებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს და „ჰეიდელბერგცემენტის“ ბეტონის ქარხანას.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ”ფეისბუქისა” და ვებგვერდის მეშვეობით. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.

იტვირთბა....