ჯანდაცვა

როგორი ოჯახი ექნება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს

ვერძი

 

ცოლი:თქვენ გაგაჩნიათ უნარი უბიძგოთ მამაკაცს წარმატებისკენ. ვერძებთან ურთიერთობისას საჭიროა შეინარჩუნოთ ტაქტი, რადგან ვერძები ადვილად ნაწყენდებიან.

 

ქმარი: მათი ცოლები ყოველთვის კვარცხლბეკზე არიან. მაგრამ მათ ხშირად აკლიათ სიმტკიცე, ცოტათი იმპულსურები არიან, მაგრამ ეს არც ისეთი საშინელებაა.

 

კურო

 

ცოლი:ის იქნება კარგი დიასახლისი, მზრუნველი. ქორწინება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, ამიტომ მათთან დაცილება ძალიან რთულია, თუ, რა თქმა უნდა, თავად არ მოინდომებს.

 

ქმარი: მათთვის ქორწინება ყოველთვის პირველ ადგილზეა. ეს ქმრები ყოველთვის საიმედო, ერთგული და საკუთარი სახლის და ცხოვრების ნამდვილი ბატონ-პატრონები არიან.

 

 

 

ტყუპი

 

ცოლი: ისინი ყოველთვის პირველ ადგილს ანიჭებენ სიყვარულსა და სილამაზეს. შესანიშნავი დედები, ყველაფერს გაიღებენ საკუთარი შვილისთვის.

 

ქმარი:„სიყვარული – თამაშია“ – აი, რა უნდა იცოდეთ მამაკაც ტყუპებზე. უყვართ ფლირტი, და მათი ინტელექტი ეხმარებათ ამაში.

 

 

კირჩხიბი

 

ცოლი:იდეალური მეუღლე და დედა. უმეტეს შემთხვევაში შვილები პირველ ადგილზე ჰყავს, მეუღლეზე უფრო მაღლაც. მშვენიერი დიასახლისები და ვნებიანი საყვარლები არიან.

 

ქმარი: „ცხოვრებას აზრი არა აქვს სიყვარულის გარეშე“ – ასე ფიქრობენ კირჩხიბები. ძალიან ერთგულები არიან. ხანდახან ზედმეტად ეკონომიურები.

 

 

 

ლომი

 

ცოლი:მიმზიდველი დიასახლისები. მაგრამ გააჩნიათ ამაღლებული მოთხოვნილებები მატერიალური კეთილდღეობის მიმართ. კარგად გრძნობენ თავს დიდ კომპანიებში.

 

ქმარი: მოითხოვენ სრულ და უსიტყვო თაყვანებას საკუთარი თავის მიმართ. უყვართ საჩუქრების კეთება და არ ძუნწობენ.

 

 

 

ქალწული

 

ცოლი: ყოველთვის აანალიზებენ, ემოციები მოყვება უკვე ანალიზს. შესაძლებელია ზედმეტად არიან გართულები საკუთარი ჯანმრთელობითა და სახლის სისუფთავით. ყველაფერში რაციონალურები არიან.

 

ქმარი: ძალზე წინააღმდეგობრივები არიან, ცივები, მაგრამ სენტიმენტალურები. ხშირად უსაზღვროდ აღფრთოვანებულები არიან საკუთარი მეუღლეებით.

 

 

 

სასწორი

 

ცოლი: უყვარს, როცა ადიდებენ. თუ ვერ იღებს, რაც უნდა, მიდრეკილია დეპრესიისკენ. ძალიან ეჭვიანები არიან.

 

ქმარი:ერთ-ერთი ყველაზე ერთგული თანამგზავრია. ბედნიერები არიან, როცა ყველაფერი ორმხრივად არის. მიისწრაფვიან იდეალურ ურთიერთობებისკენ.

 

 

მორიელი

 

ცოლი: არ უყვართ ერთფეროვნება, არ პატიობენ ღალატს, ქმრისა და შვილების ერთგულები არიან.

 

ქმარი: ყველაზე ვნებიანი ზოდიაქოს ნიშანი. სიყვარული მათთვის – ყველაფერია. მესაკუთრეები და ეჭვიანები არიან.

 

მშვილდოსანი

 

ცოლი:პარტნიორისთვის ის უპირველესყოვლისა საუკეთესო მეგობარია. სტუმართმოყვარე დიასახლისები, აფასებენ თავისუფლებას და ოჯახურ სიმყუდროვეს.

 

ქმარი:გულკეთილი და კომუნიკაბელური. ძლიან გულწრფელია, მაგრამ სიყვარულს მთლად მთავარ ადგილზე არ აყენებენ. შესანიშნავი მამები არიან.

 

 

თხის რქა

 

ცოლი:მიისწრაფვიან გავლენიანობისა და პრაქტიკულობისაკენ. ძალიან ერთგულები არიან. აკრიტიკებენ, მაგრამ თავად ვერ იტანენ კრიტიკას საკუთარი მისამართით.

 

ქმარი:ძალიან პრაქტიკული, მაგრამ ვერ იტანს მარტოობას. საქმით ამტკიცებს, და არა სიტყვით. ეხერხებათ საჭმლის მომზადება.

 

 

მერწყული

 

ცოლი:თავისი თანამგზავრის მიმართ გააჩნიათ მაღალი მოთხოვნები, უყვართ სტაბილურობა. შესანიშნავი დედები და დიასახლისები არიან.

 

ქმარი:ბუნებით იდეალისტები არიან. სიყვარულში ძალიან ერთგულები. ადვილად მიდიან კომპრომისზე.

 

 

თევზები

 

ცოლი: მთლიანად უძღვნის თავს სიყვარულსა და მეუღლის გაგებას. ძალიან ერთგულია. უყვარს გემრიელი ჭამა და არა ნაკლებად გემრიელი მომზადება.

 

ქმარი: ძალიან მომთხოვნები არიან სიყვარულის ფიზიკური და სულიერი შემადგენელის მიმართ. არასოდეს არ მბრძანებლობენ და არ აწყენინებენ მეუღლეებს, ეპყრობიან როგორც საყრდენს.

Pomade.ge

იტვირთბა....