ადამიანის ხასიათის გამოცნობა იმის მიხედვითაც შეიძლება, თუ რომელ თვეშია დაბადებული.
იანვარი – ამ თვეში დაბადებული ქალები თავშეკავებულები და მომთმენები არიან. აქვთ მტკიცე ხასიათი. ჩაკეტილები და დამოუკიდებლები არიან. რთული ხასიათი აქვთ მეუღლეებთან, რადგან გამუდმებით პირველობისკენ ილტვიან, თუმცა ერთგული ცოლები და კარგი კულინარები არიან.
თებერვალი – თებერვალში დაბადებულები, პირდაპირები და გაუწონასწორებლები არიან. საუკეთესოდ აკონტროლებენ თავს. რთული და არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვთ, ხშირად ფეთქებადები არიან. ძნელად ივიწყებენ წყენას. კარიერას ძალიან დიდი დროს უთმობენ.
მარტი – ძალიან მგრძნობიარეები არიან. გამუდმებით იღვწიან წარმატებისკენ, მაგრამ ხშირად მწვერვალს ვერ აღწევენ. გამორჩეულად უყვართ საკუთარი თავი და ამბიციურებიც არიან. მათი დიდი ნაწილი საკუთარ წარუმატებლობას სხვის წარმატებაში ხედავს.
აპრილი – აქვთ მტკიცე ხასიათი. მიზნის მისაღწევად უკან არ დაიხევენ. გაბედულები არიან და ეს იმ დროს, როცა ხშირად საკუთარი თავის რეალიზებას ბოლომდე ვერ ახდენენ. ზუსტად იციან, რა უნდათ. პირად ცხოვრებაში გონებით მოქმედებენ და არა გრძნობებით. უყვართ სტაბილურობა.
მაისი – მაისში დაბადებული ქალები პრინციპულები, უკომპრომისოები, ძალაუფლების მოყვარულები და მომთხოვნები არიან. არ ივიწყებენ წყენას, ძალიან ადვილად შეუძლიათ ურთიერთობის გაწყვეტა, თუნდაც ეს ოჯახის წევრებს ეხებოდეთ. შეუძლიათ ადვილად მიიღონ გაყრის გადაწყვეტილება, თუმცა შემდეგ ნანობენ ამას. მათი უმრავლესობა ვერ ქმნის მყარ ოჯახს.
ივნისი – მგრძნობიარეები, პრაქტიკულები, კეთილები და ნიჭიერები არიან. გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან ფრთხილობენ. მათ ხშირად მიმართავენ რჩევისთვის. ყოველთვის გაურბიან კონფლიქტებს.
ივლისი – ადვილად გამოდიან მდგომარეობიდან. ეგოისტები და პირველობის მოყვარულები არიან. მეგობარს ყოველთვის მხარში უდგანან, არ უყვართ მათთვის უარის თქმა. თავისუფლად საუბრობენ თავიანთ გრძნობებზე. ხშირად უშვებენ შეცდომებს.
აგვისტო – ემოციურები, ენერგიულები, ჯიუტები, წინდაუხედავები არიან. არ უყვართ ნელი ხალხი. ლიდერები არიან ყველაფერში. კარგი დიასახლისები არიან, თუმცა არ უყვართ კერძების მომზადება. გამოირჩევიან დამოუკიდებლობით.
სექტემბერი – ფეთქებადები, ემოციურები და მიზანდასახულები არიან. უყვართ საჩუქრების ჩუქება, თუმცა, სხვა მხრივ, არცთუ ისე ხელგაშლილები არიან. არ უყვართ გაუთვალისწინებლად ფულის ხარჯვა. ოჯახში პირველ ადგილზე საკუთარ თავს აყენებენ. უყვართ დილის ძილი. არაჩვეულებრივი მზარეულები არიან.
ოქტომბერი – როცა საქმე სამსახურს ეხება, ძალიან პასუხისმგებლიანები არიან. ფინანსებში ფრთხილებსა და პრაქტიკულებს, ანგარება არ ახასიათებთ. დაუფიქრებლად გადაწყვეტილებას არ იღებენ. კეთილები არიან. ახასიათებთ პრინციპულობა და ობიექტურობა. მათთვის ავტორიტეტს რამდენიმე ძალიან ახლობელი ადამიანი წარმოადგენს. ვერაფრით პატიობენ ღალატს.
ნოემბერი – მატერიალისტები, ძუნწები, პატივმოყვარეები და ეგოისტები არიან. სამაგიეროდ, საკუთარი თავისთვის არაფერს იშურებენ. შეუძლიათ ბოლო ფულით დაისვენონ. ოჯახში ლიდერის ფუნქციას იკავებენ, ამისთვის ღალატზეც წავლენ. შეუძლიათ დაუფიქრებლად, ემოციას აყოლილებმა აირჩიონ პარტნიორი.
დეკემბერი – ძალიან ემოციურები და ფეთქებადები არიან. ძნელად შეუძლიათ თავის ხელში აყვანა. ამასთან, კარგად ხედავენ საკუთარ ნაკლოვანებებს, მაგრამ მათი გამოსწორება უჭირთ. ვერ იტანენ ცხოვრების მონოტონურ რიტმს. მათთვის აუცილებელია სიტუაციის ხშირი შეცვლა.
წყარო: mkurnali.ge