დევიდ ბოუის თმა ბევერლი ჰილზში, აუქციონზე, 13 700 ფუნტად გაიყიდა, – ინფორმაციას NME ავრცელებს.
თმის მფლობელი, უენდი ფარიერი მას 33 წლის მანძილზე ინახავდა. 1983 წელს, მან ბოუის ცვილის ფიგურისთვის მომღერალს თმის მცირე ნაწილი მოაჭრა.
აუქციონზე პრინცის ერთ-ერთი გიტარაც გაიყიდა, რომელიც 102 ათას ფუნტად შეფასდა. მისი მყიდველი ჯიმ ირსეი გახლავთ, რომელმაც დეკემბერში რინგო სტარის დრამის ჯოხი 1,5 მილიონ ფუნტად შეიძინა.