ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამხედრო სამსახურის სავალდებულო გაწვევის გაუქმებას მოაწერა ხელი. ბრძანებულება ძალაში 2017 წელს შევა.

„ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო სავალდებულო გაწვევის გაუქმება. მე ვთქვი, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება. საქართველოს შეიარაღებული ძალები ღირსეულია და ყველას უნდა სურდეს იქ მსახურობა, ვისაც არ სურს, ძალით არ წავიყვანთ. მე თქვენი თანდასწრებით ბრძანებას ვაწერ ხელს ბრაძანებას, რომ სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

იტვირთბა....