ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ ევროკავშირის დატოვების შესახებ მოლაპარაკებები მალე ჩაატაროს

ევროკავშირის ექვსი დამფუძნებელი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირის  დატოვების შესახებ მოლაპარაკებები მალე ჩაატაროს. შესაბამისი განცხადება დიპლომატებმა ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით,   მოლაპარაკებების პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.

“ჩვენ ყველა ერთად ვაცხადებთ, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რომ დასრულდეს გაურკვევლობა და მოგვეცეს შესაძლებლობა, ევროპის მომავალზე გავამახვილოთ ყურადღება”, – განაცხადა შტაინმაიერმა.

29 ივნისს ევროკავშირის ლიდერები დიდი ბრიტანეთის გარეშე პირველ სამიტს გამართავენ.

 

იტვირთბა....