ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გაბრიელი (კახელიშვილი) საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშუალებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც პატრულის თანამშრომლებმა გააჩერეს. წინამძღვრის განცხადებით, მან სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა, თუმცა მათ ის სასტიკად სცემეს.
მამა გაბრიელი ამ დროისთვის ოზურგეთის კლინიკაშია.
შსს სასულიერო პირის ბრალდებებს უარყოფს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მამა გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები იმ დროს მიიყენა,როცა სამართალდამცველებს ის ლანჩხუთიდან ოზურგეთში გადაჰყავდათ. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს. უწყება ფაქტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში ოფიციალურ განცხადებასაც გაავრცელებს. ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო – (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).