დღეს, 25 ივნისის 22:00 საათიდან 26 ივნისის 18:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, თბილისში პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. აღნიშნულ ქუჩაზე, გზის გაფართოების სამუშაოების გამო, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ორმხრივი მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე აგვისტოს შუა რიცხვებში აღდგება. თბილისის მერია ბოდიშს უხდის მგზავრებს შეფერხებისთვის.
იტვირთბა....