ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსპერტიზა ჩატარდა: ეკუთვნის თუ არა მაგდა პაპიძეს „მკვლელობის შესასრულებელი გეგმის“ ხელნაწერი

5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის არსებით განხილვაზე, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, მთელი დღის განმავლობაში მოწმის სახით იკითხებოდნენ ექსპერტები.

ექსპერტმა, რომელმაც ბრალდებულის  ჩანაწერები გამოიკვლია, განაცხადა, რომ ის სასიყვარულო წერილები, რომლებიც მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმამ, მალხაზ ქაფიაშვილმა იპოვა, ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ეკუთვნის. ასევე მას ეკუთვნის ის ჩანაწერი, რომელიც აღმოაჩინა ბრალდებულის დედამთილმა, დარეჯან მინდიკაურმა, ე.წ. ხარჯთაღრიცხვა, სადაც, გამოძიების ვერსიით, პაპიძეს ჩამოყალიბებული ჰქონდა მკვლელობის შესასრულებელი გეგმა.

ექსპერტის თქმით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ჩანაწერზე წარმოდგენილი ხელწერა ეკუთვნის მაგდა პაპიძეს.

ასევე, მისი განმარტებით, ხელნაწერი ტექსტის მიმსგავსება გამორიცხულია. მითუმეტეს იმ მოცულობის შემთხვევაში, როგორიც წარმოდგენილია ჩანაწერში.

იტვირთბა....