აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინამ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი უნდა შეცვალოს – ზელენსკიმ მისი მრჩევლის თანამდებობაზე დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი” – მიხაილო ფედოროვი

უკრაინამ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი უნდა შეცვალოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მტრის ასიმეტრიულად დასამარცხებლად შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი უნდა შევცვალოთ. ნაცვლად იმისა, რომ მოეფიქრებინა, თუ როგორ დაემარცხებინა რუსეთი ასიმეტრიულად, რაც მთავარსარდლის ამოცანაა, მან ის მოიფიქრა, თუ როგორ გაეხლიჩა ქვეყანა. დღეს, სწორედ აქ ვართ“, – განაცხადა მიხაილო ფედოროვმა.

ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის წინაპირობა არ წაუყენებია, რომ ან ის აერჩია, ან ალექსანდრ სირსკი.

მისივე თქმით, სირსკიმ მისი ყველა ინიციატივა დაბლოკა და არსებული პრობლემების განსახილველად მზად არ იყო.

ფედოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მრჩევლად დანიშვნა შესთავაზა.

„ზელენსკიმ მისი მრჩევლის თანამდებობაზე დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ მე უარი ვთქვი“, – აღნიშნა ფედოროვმა.

იტვირთბა....