აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან არსებული კონფლიქტი ოფიციალურად დაადასტურა

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან არსებული კონფლიქტი ოფიციალურად დაადასტურა. მან განაცხადა, რომ გენერალური შტაბი სისტემატურად ბლოკავდა თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ რეფორმებსა და ინიციატივებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება არ შეეცვალა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, იგი დათანხმდა ოლექსანდრ სირსკისთან ერთად მუშაობას.

“სირსკი არ არის მზად ყველა პრობლემაზე ღიად ისაუბროს. ის მზადაა იაროს შეხვედრებზე, ხლართოს ინტრიგები და იფიქროს, რომ მის წინააღმდეგ მედიაში კამპანია ვინმემ შეუკვეთა,” – განაცხადა ფედოროვმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობიდან წასვლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას თავისი მრჩევლის პოსტი შესთავაზა, თუმცა მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ფედოროვის თქმით, დღეს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და სავარაუდოდ, გაიმართება შეხვედრაც.

ფედოროვი გამოეხმაურა მის მხარდამჭერ აქციებს, როლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქში დღეს გაიმართა და თქვა, რომ უკრაინელი ხალხი ქუჩაში კონკრეტულად მის გამო არ გამოსულა – “ხალხი ქუჩაში გამოვიდა, რადგან როდესაც ინიციატივა ბრძოლის ველზე და ცაში გვაქვს, ქვეყნის განვითარების ტრაექტორია დაირღვა,“- აღნიშნა ფედოროვმა.

თავდაცვის მინისტის პოსტზე ფედოროვის შემცვლელად ზელენსკიმ მოქმედი შს მინისტრი ოგორ კლიმენკო დაასახელა. კლიმენკოს კანდიდატურა რადას ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია.

იტვირთბა....