აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არცერთი ადამიანის სიცოცხლე არცერთ მილიარდად არ ღირს, სამწუხაროდ, წინა მთავრობის დროს ადამიანის სოცოცხლე ფინანსურად იზომებოდა” – ზვიად შალამბერიძე

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო. არაერთი დადასტურებული ფაქტია, ამ პერიოდში მათთვის რა ღირდა ადამიანის სიცოცხლე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ.

ზვიად შალამბერიძეს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში, აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან. მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.

„ასეთი რიტორიკა გრძელდება მათი პარტიის ლიდერების მხრიდან. საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება მათ განცხადებებს სწორად აფასებს და ყოველ ჯერზე ამ ადამიანებს პოლიტიკურ სანაგვეზე იმ ადგილს უჩენს, სადაც არიან. ნიკა გვარამიას მხრიდან ადგილი აქვს მოსახლეობაზე გავლენის მოხდენის მიზნით მანიპულაციას, რომ თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებოდა, საქართველოში მილიარდები და ტრილიონები შემოვიდოდა. არცერთი ადამიანის სიცოცხლე არცერთ მილიარდად არ ღირს. სამწუხაროდ, წინა მთავრობის დროს ადამიანის სოცოცხლე სწორედ ფინანსურად იზომებოდა“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

იტვირთბა....