სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. მერაბიშვილი ჩვენებას 2014 წლის დეკემბერში ციხიდან მისი გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით ოძლევა:
“ჩვენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ვანო მერაბიშვილი მისცემს ჩვენებას. ეს მან ერთხელ უკვე გააკეთა, როდესაც ღია სასამართლო სხდომაზე დეტალებში აღწერა გაყვანის ეპიზოდი,“ – განაცხადა ადვოკატმა, ოთარ კახიძემ.