სოფელ კორცხელში გამთენიისას მამაკაცი საკუთარ სახლთან დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ხასაიას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ხასაია დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.
ზურაბ ხასაიას ოჯახი პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავს, რადგან ის 2 თვის წინ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.