ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პროკურატურას საკმარისზე მეტი ფაქტი ექნება, რომ ეს იყო თვითმკვლელობა”

 

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. მინისტრის განცხადებით, პროკურატურას საკმარისზე მეტი ფაქტი აქვს  და კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა სწორედ ამ ფაქტებმა განაპირობა.

“პროკურატურას საკმარისზე მეტი ფაქტი ექნება იმის შესახებ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე არ შეწყდებოდა. ვფიქრობ, სერიოზული არგუმენტებია საქმეში იმისთვის, რომ საქმე შეწყვეტილიყო.” – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაასრულა გამოძიება. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია.

იტვირთბა....