ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილი შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს.
“ბოლოდროინდელი სამართლებრივი საქმეები იმისკენ მიუთითებს, რომ დავით უსუფაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის ამზადებენ.” – განაცხადა გვარამიამ.
“რუსთავი 2”-ის დირექტორმა უსუფაშვილს, როგორც კვალიფიციურ იურისტსა და ქვეყნის მეორე პირს “რუსთავი 2”-ის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.