ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფომრაციას იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, არ ეთანხმება. ოჯახი მიიჩნევს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს.
„ოჯახის ვერსია არის მკვლელობა და არანაირი თვითმკვლელობა. იარაღზე არის დნმ-ს კვალი, მანქანაზე არის უცხო ადამიანების თითის ანაბეჭდები. ის, რომ არ გაირკვა ამ საეჭვო პირის ვინაობა ძალიან სამწუხაროა, თუმცა, მე უფრო ის, რაც დღეს პირველად გავიგე. პროკურატურის ის არგუმენტი, რომ დნმ იარაღზე ალბათ იმდროინდელია, როცა ის ქვეყანაში შემოიტანეს პირველად მესმის . გამოძიებამ რაც მოიპოვა, იმაზე დაყრდნობით მან გააკეთა თავისი განცხადება, თუმცა იქ არის უამრავი სუსტი წერტილი. ფაქტობრივად მთელი ის არგუმენტები, რომელზეც აგებულია ეს ვერსია, არის მყიფე და ხვალ შევეცდებით ეს ყველაფერი საზოგადოებას ვამცნოთ,“- განაცხადა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურა კიწმარიშვილმა.