ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კიწმარიშვილის ძმა “მეტრონომთან”: „პროკურატურის დასკვნას არ ვეთანხმებით და ამას არგუმენტებით დავამტკიცებთ“

 

ეროსი კიწამრიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი პროკურატურის მიერ სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ვალების გამო თავი მოიკლა, არ ეთანხმება – ამის შესახებ ზურა კიწმარიშვილმა ”მეტრონომთან„ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახი სპეციალურ განცხადებას ხვალ, პრესკონფერენციაზე გააკეთებს, სადაც დეტალურად ისაუბრებენ თუ რა მტკიცებულებებით არ ეთანხმებიან პროკურატურის მიერ გამოცხადებულ დასკვნას:

ზურა კიწმარიშვილი: „ხვალ მაქვს პრესკონფერენაცია, სადაც არგუმენტებით წარვსდგებით ჟურნალისტების წინაშე. დღეს ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვეთანხმებით პროკურატურის არგუმენტებს. საპასუხო არგუმენტებით ხვალ ვისაუბრებთ.” – განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა „მეტრონომთან“ საუბრისას.

შეგახსენებეთ, რომ პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. განცხადებაში ნათქვამია:

„გაცნობებთ რომ, საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით.

 

გვინდა განვმარტოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ გამოძიების შედეგებზე, მხედველობაში არ გვაქვს მხოლოდ ცალკე აღებული რომელიმე საგამოძიებო მოქმედების შედეგი, ჩვენ ვითვალისწინებთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივ, თანმიმდევრულ და ლოგიკურ ანალიზს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 2014 წლის 15 ივლისს იპოვეს.

იტვირთბა....