X ფაქტორი გუშინ ნიკა გვარამიას გუნდის წევრმა, მიშო სულუხიამ დატოვა. აუტსაიდერები მიშო და დათუნა ლაზარიშვილი იყვნენ. ჟიურიმ არჩევანი დათუნას სასარგებლოდ გააკეთა.
პროექტის დატოვების შემდეგ მიშო სულუხია სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემი მდგომარეობა დღეს მთელმა თუ არა ნახევარმა ერმა მაინც გაიზიარა. ბევრი ადამიანი ელოდება ჩემს რეზუმეს ალბათ დღევანდელ ლაივთან დაკავშირებით.
ვიტყვი და გამოვრიცხავ ფაქტს ჩემი „რუსთავი 2“ თან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიისა, რადგან ამ ხნის მანძილზე შევატყვე რომ ტელევიზიამ თავადაც ისიამოვნა ჩემთან თანამშრომლობით მე რომ არაფერი ვთქვა ჩემს ამხელა ასპარეზზე რომელიც ტელევიზიამ და ჩემმა დიდი პიროვნული ღირებულების მქონე მენტორმა ნიკა გვარამიამ მომცა.
ჩვენ ერთად გვქონდა წარმატებაც, ხარვეზიც, მაღალ ბიუჯეტიანი შოუებიც, კლასიკაც და აკადემიაც ერთ სცენაზე. და როგორც ის იტყოდა ამას ვაკეთებდით ის ადამიანები ვისაც შეგვეძლო რომ ამ ჟანრებში გვემუშავა.
ვითვალისწინებ ჟიურის პოზიციებსაც რადგან მათ დღეს პირველად მიეცათ უნიკალური შანსი რომ მე პროექტი დამეტოვა და გამოიყენეს, შანსს ვინც არ იყენებს ის სულელია.
არ გამკვირვებია დათო ფორჩხიძის პოზიცია, მან პირველად ბოი ბენდიდან 16 წლის ასაკში გამიშვა “ჩემს უნიკალურ ვოკალს” პატივი სცა, თუმცა სათანადოდ მამაკაცური არ ვიყავი.
ნინასგან კი თავისთავად არ გამიკვირდა ეს ნაბიჯი. ის ნამდვილ არტისტებზეა ორიენტირებული და არა ჩემნაირზე.
უსაყვარლეს და უნიჭიერეს დათუნას ჩემგან კეთილი სურვილები. მე და მისი აუტსაიდერობა ერთად იყო თვითონ უხერხული სინთეზი.
მე 26 წლის ასაკში კიდევ ერთხელ ვცადე ხალხისთვის განკუთვნილ პროექტში მონაწილეობა და ეს ჩემთვის ზე წარმატებული აღმოჩნდა რასაც უბრალოდ არ ველოდი. მადლობას მოვიხდი და წარმატებას დავარქმევდი მე თუნდაც იმ ერთი ნომრის წარმოდგენას რომელსაც დღემდე აზიარებს ამერიკულ ევროპულ აზიური გვერდები და ამ ყველაფერს მილიონობით მოწონება და იმ ენაზე შესრულებული კომენტარები მოჰყვა რომლებიც ჯერ ვერც კი ვთარგმნეთ :))) და რომლის რეიტინგიც ინტერესს ქმნის კიდევ როდის გამეორდება ქართულ საეთერო სივრცეში. “mein herz brent” ვგულისხმობ.
ყველას კიდევ ერთხელ გიხდით უღრმეს მადლობას თანადგომისთვის. ფაქტის შინაარსი რომ x ფაქტორმა მიშო დაკარგა ისედაც ნათელია და ბევრ განმარტებას აღარ მოითხოვს. გულით მინდოდა მეც და ბევრს ჩემი პროექტში დარჩენა თუმცა ეს ჩვენს ძალებს აღემატა. მე თქვენთან ვრჩები და წინ ბევრი საინტერესო რამ გველის”, – წერს მიშო სულუხია.