აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის საუკუპაციო არმიამ ავტომობილებზე, ავტობუსებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე დრონებით დარტყმების გაძლიერების ბრძანება მიიღო

რუსეთის საოკუპაციო არმიის დანაყოფებს ფრონტის ხაზსა და სასაზღვრო რაიონებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სატრანსპორტო საშუალებებზე დრონებით თავდასხმების გაძლიერების ბრძანება მიეცათ – იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.

“რუსეთის საოკუპაციო არმიის დანაყოფებმა მიიღეს ბრძანება, გააძლიერონ დრონებით თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საავტომობილო საშუალებებზე ფრონტის ხაზსა და საზღვართან. სარდლობამ ბრძანება გასცა, გააძლიერონ თავდასხმები ბენზინგასამართ სადგურებზე, სატვირთო მანქანებზე, ავტობუსებსა და მსუბუქ ავტომობილებზე,” – ნათქვამია გამოქვეყნებულ შეტყობინებაში

იტვირთბა....