თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი კობახიძემ გააცილა.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

