აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლატვია სტრატეგიული ენერგოობიექტების დაცვას აძლიერებს და ნატოსგან დამატებით საჰაერო თავდაცვას ითხოვს

ლატვია რუსეთის მხრიდან შესაძლო ჰიბრიდული საფრთხეების გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანდრის კულბერგსის განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე გაძლიერებულია დაცვა სტრატეგიულ ენერგეტიკულ ობიექტებზე, მათ შორის, ინჩუკალნსის მიწისქვეშა გაზსაცავსა და კეგუმსის ჰიდროელექტროსადგურზე.

კულბერგსის თქმით, ლატვია არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ პროვოკაციებს, რადგან მოსკოვი უკრაინაში სასურველ შედეგს ვერ აღწევს და შესაძლოა ზეწოლის ახალი გზები ეძებოს ევროპაზე. ამ ფონზე, რიგა ნატოსგან საჰაერო თავდაცვის დამატებით გაძლიერებას, ალიანსის სამხედრო კონტინგენტის გაზრდასა და უკრაინასთან ერთად შემუშავებული ანტი-დრონული სისტემის ნატოს თავდაცვის ქსელში ინტეგრაციას ითხოვს.

„რუსეთს უკრაინაში სწრაფი გამარჯვება სჭირდება, ამიტომ ჰიბრიდული საფრთხე დღეს უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. ყველაფერი შესაძლებელია, – განაცხადა ქვეყნის პრემირმა. 

იტვირთბა....