ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„დამწყებ ბიზნესებს საწყისი კაპიტალის გარეშე ექნებათ შესაძლებლობა ბიზნესი დაიწყონ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის პრეზენტაცია  გამართა:

“დღეს ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას „სტარტაპ – საქართველოს“, რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ, რომელიც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და განავითარებს სამეწარმეო სულისკვეთებას.

ახალგაზრდებს და დამწყებს ბიზნესმენებს, იმისთვის რომ მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში უნდა ჰქონდეთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეა და შესაძლოა, მათ სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც უნდა დაიწყონ ბიზნესი.

მნიშვნელოვანია, რომ დამწყებ ბიზნესებს საწყისი კაპიტალის გარეშე ექნებათ შესაძლებლობა ბიზნესი დაიწყონ.

ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენება სრულად მოხდება.

სახელმწიფო დაფინანსებულ სტარტაპებს დაეხმარება ექსპორტშიც.

მინდა გითხრათ, რომ არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის, პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიოთ.

ამაზონის დამფუძნელები აცხადებენ: როდესაც მე ბიზნესს ვიწყებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვინანებდი, თუ ეს წამოწყება დამთავრდებოდა კრახით, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი, რომ ვინანებდი, რომ არ მეცადა ჩემი იდეის განხორციელება“, – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ განხორციელებისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყოფა.

იტვირთბა....