ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი სპორტი

საფრანგეთის სასამართლომ რუს გულშემატკივრებს პატიმრობა შეუფარდა

 

საფრანგეთის სასამართლომ რუს გულშემატკივრებს პატიმრობა შეუფარდა. მარსელის სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის სამი მოქალაქე 11 ივნისს, რუსეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის დროს მომხდარ არეულობაში მონაწილეობის გამო გაასამართლა.

მტკიცებულების სახით პროკურატურამ პროცესზე ვიდეო ჩანაწერი წარადგინა, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები ინგლისელ ფანებს რკინის ხელკეტებს ურტყამენ.

შეგახსენებთ, ამ შეტაკებების დროს მძიმედ დაჭრილი ინგლისელი გულშემატკივარი ორი დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....