აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა

მანჩესტერის ყოფილი მერი, ენდი ბერნემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ყოფილმა მერმა პარლამენტის წევრების, პროფკავშირებისა და პარტიული ფილიალების უდიდესი მხარდაჭერა მოიპოვა, რის გამოც ის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ერთადერთ შემცვლელ კანდიდატად იქცა.

კირ სტარმერი ორშაბათს სავარაუდოდ, ბუკინგემის სასახლეში გაემგზავრება გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზთან შესახვედრად და იმავე დღეს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებას ბერნემს გადააბარებს.

ამის შემდეგ ბერნემი დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოვა, ნაშუადღევს კი მინისტრთა კაბინეტს დანიშნავს.

იტვირთბა....