სამწუხაროა, რომ საყდრისი აღარ არსებობს”, – აღნიშნული განცხადება გერმანელმა ექსპერტმა თომას შტოლნერი გააკეთა. ის საერთშორისო კონფერენციას ესწრება, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სწორედ ოქროს მოპოვებაა.
შეხვედრაში სხვადსახვა ქვეყნებიდან 40-მდე მეცნიერი იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით – მარილი, სპილენძი და ოქრო კავკასიაში, ეროვნულ მუზეუმში იმართება. ფორუმი ქართულ-გერმანულ-ფრანგულ-აზერბაიჯანული პროექტის ნაწილია, რომელიც 4 წელია მიმდინარეობს.
„წარმოდგენილია საყდრისის უახლესი აღმოჩენები, კვლევების შედეგები, რომელიც ჩვენს აზერბაიჯანელ, ფრანგ და ქართველ კოლეგებთან ერთად განვახორციელეთ. 12-წლიანი მუშაობის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ საყდრისში ჩატარებული კვლევის შედეგები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საყდრისში მოპოვებული მასალები ნაციონალურ მუზეუმთან ერთად შევისწავლოთ, თუმცა ამ დროისთვის ეს ძეგლი უკვე აღარ არსებობს, მე ამაზე საუბარი არ მინდა,“- განაცხადა ბოხუმის რურის უნივერსიტეტის პროფესორმა, თომას შტოლნერმა.