ტყიბულში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. ინციდენტი მკვლელობაში ბრალდებულის სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. როგორც პოლიცია ამტკიცებს, მან მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.