ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„2 ქალის ცხედარი სვანაძის ქუჩაზე დატბორილ სახლში იპოვეს“: 13 ივნისის ტრაგედიის ქრონიკები

ღამის საათებში თბილისში დაწყებულმა წყალდიდობამ 2015 წლის 13 ივნისი ტრაგედიის დღედ შეიტანა ისტორიაში.

წყალდიდობის შედეგად განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ვერის დასახლებაში, ვაკე-საბურთალოს ახალი გზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე. მთელი ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული და დაღუპული მოქალაქეების შესახებ.

ორი ქალის ცხედარი სვანაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ დატბორილ სახლში იპოვეს.  ასევე მდინარე ვერემ წაიღო სამი მოქალაქე, რომლიდანაც ერთი ამ დრომდე არ უპოვნიათ.

13 ივნისის სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 2 დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი დაზარალდა. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია. მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ცოცხალი კოლექციის დიდი ნაწილი.

ზოოპარკის სამი თანამშრომელი და 270 ცხოველი დაიღუპა. განადგურდა პარკის თითქმის ნახევარი ტერიტორია, მოიშალა ინფრასტრუქტურა.

წყალმა მთლიანად დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების გაქცევა გამოიწვია. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. შს მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიცია იძულებული გახდა, რამდენიმე მტაცებელი ცეცხლსასროლი იარაღით მოეკლა, ცხოველების უმრავლესობის წინააღმდეგ დასაძინებელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

“რუსთავი-2”-მა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანდა, როგორ წაიღო ადიდებულმა მდინარე ვერემ საცხოვრებელი სახლი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დატბორილი სახლებიდან შიგ მყოფი ადამიანები ფარნების ანთება-ჩაქრობით ცდილობდნენ უბედურების მაუწყებელი სიგნალი მაშველებისთვის გაეგზავნათ.

ინფორმაცია წყალდიდობის შესახებ “ფეისბუქზე”, ძირითადად, ჰეშტეგით #13ივნისი ვრცელდებოდა.

კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარი, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კალაძე, თბილისის მერი ნარმანია. შეიქმნა საგანგებო შტაბი, ჩატარდა პრემიერთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. პრემიერის განცხადებით, ზარალმა მილიონობით ლარი შეადგინა.

13 ივნისის სტიქიამ  მთლიანად წალეკა ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, ქვედა ვოლიერებში მყოფი დათვები ცოცხლად დაიხრჩვნენ, წყალმა გაიტაცა ძაღლები, მათი ნაწილის გადარჩენა თავშესაფრის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა მოახერხეს.

მსხვერპლი მოჰყვა სტიქიის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერსაც. მიწის მასის ქვეშ მანქანები შიგ მსხდომ ადამიანებთან ერთად მოჰყვნენ.

მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის. პირველად არ მომხდარა არც ზოოპარკის დატბორვა. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.

13 ივნისის სტიქიამ ადამიანური თანდგომის და ძალისმხევის არნახული პრეცენდენტი შექმნა. მოხალისეთა ჯგუფი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა, თითქმის მთელი კვირის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ასუფთავებდნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ქალაქს.

13 ივნისის ტრაგედია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში რამდენიმე დღე რჩებოდა. ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოთის ფოტოს წამყვანი და გავლენიანი გამოცემები ავრცელებდნენ.

13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, კვლავ აქტუალურია კითხვები – არის თუ არა ვერეს ხეობაში სტიქიის განმეორების საფრთხე და რა მდგომარეობაა ამჟამად ხეობაში.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ერთი წლის  ანგარიში წარადგინა:

„14 ივნისს, გამთენიიდან დავიწყეთ პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები : 480 დაზარალებული მოქალაქე განვათავსეთ სასტუმროებში და პირველადი  მოხმარების ნივთებით უზრუნველვყავით. ასევე, გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება და გადავეცით მედიკამენტები, საკვები. 14 ივნისიდანვე დავიწყეთ გზის გაწმენდითი სამუშაოები. დაფიქსირდა უპრეცედენტო სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეც. სამსახურებთან ერთად, 10 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილებდა, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით  – 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები გადმორიცხეს ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ბანკებმა, ეს თანხა მოიცავს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებებს და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ მიერ გადმორიცხულ მოცულობით ფულად სახსრებს, რომელმაც 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. კერძო პირებისა და კომპანიების მხარდაჭერით, 35 ბინის მიღება დაუკანონებელი ფართების მესაკუთრეებმაც შეძლეს.

დაზარალებული მოსახლეობა აღიწერა ოჯახებისა და სულადობის მიხედვით. მიყენებული ზიანის მიხედვით დადგინდა დატბორვის ზონა და განისაზღვრა კატეგორიები – პირველი კატეგორიის ობიექტებში შევიდა ის სახლები, რომლებიც სრულად განადგურდა, ხოლო მეორე კატეგორიად განისაზღვრა ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო. პირველი კატეგორიის დიდი ნაწილი, ამ დროისათვის, თითქმის სრულად დაკმაყოფილებულია. დაზარალებული ოჯახების  დიდმა ნაწილმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და შესაბამისად, უზრუნველყოფილნი არიან. პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მეორე კატეგორიაში მოხვედრილ საცხოვრებელ სახლებს სარემონტო სამუშაოები უტარდება. შემუშავდა დაზარალებულ პირთა (ოჯახების) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი. ამასთან, დადგინდა დაუკანონებელი ფართის მქონე დაზარალებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც, მათთვის  საცხოვრებელი პირობების  გასაუმჯობესებლად. დაზარალებულებმა ფულადი დახმარებები მიიღეს საოჯახო ნივთების შესაძენადაც.

რაც შეეხება დაზიანებულ ავტომანქანებს, 117 ფიზიკურ პირს გაუფორმდა ხელშეკრულება და ფულადი დახმარების სახით, ჯამში 880 291 ლარი იქნა გაცემული. აღნიშნული პროცესი ახლაც გრძელდება.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დედაქალაქის მთავრობას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა. მათ შორისაა : წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელის აღდგენა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების გატანა, გზების აღდგენა, საყრდენი კედლებისა და ფერდობების გამაგრება და ა.შ. დიდი პროექტებიდან აღსანიშნავია გმირთა მოედნის და სანაპიროს რეაბილიტაცია, ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში, ახალი ხიდის მშენებლობა ვერეს ხეობაში, საყრდენი კედლის მოწყობა წყნეთის ქუჩაზე, საყრდენი კედლების მშენებლობა წყნეთის გზატკეცილზე და ა.შ. დასრულების ეტაპზეა დაზიანებული გვირაბების რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში. მიმდინარეა – ნატანდამჭერი ცხაურის მშენებლობა ვერეს ხეობაში და კოჯორი-სამადლოს გზის მშენებლობა.

სტიქიით დაზარალებულთათვის დაწესდა სხვადასხვა სახის შეღავათები. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, მდ. ვერეზე  ჰიდრომეტეოროლოგიური ღონისძიებები განხორციელდა – დამონტაჟდა ქ.თბილისის მერიის მიერ შეძენილი  წინასწარი შეტყობინების (განგიშის) სისტემა. განლაგდა ატმოსფერული ნალექების  მზომი მეტეოროლოგიური საგუშაგოები  და მდინარეში წყლის დონის მზომი  ჰიდროლოგიური საგუშაგოები, რათა თავი დავიზღვიოთ და მაქსიმალურად ვიყოთ მზად მომავალში მსგავსი სახის მოვლენების თავიდან ასაცილებლად.

მომზადდა მდ. ვერეს ხეობის სივრცით ტერიტორიული განვითარების კონცეფცია, რომლის თანახმადაც, მდ. ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს მზიურის პარკის პროექტირება, რომლის შემდეგაც დაგეგმილია პარკის მშენებლობა.

„ბუნებრივია, პროცესი ახლაც მიმდინარეობს და  დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, ძალას არ დაიშურებს, რათა მომავალში ჩვენი დაზარალებული თანამოქალაქეების  კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყალდიდობის წლისთავზე თბილისის ზოოპარკი ევროპის ზოოპარკების ნაჩუქარი ცხოველების მესამე ნაკადს მიიღებს. ზოოპარკს 20 ჰამადრილი (10 ანტვერპენის ზოოპარკიდან, ბელგია, 5-5 Beekse Bergen-ისა და ამერსფორტის ზოოპარკებიდან, ჰოლანდია), 24 დეგუ და 1 ინდური მაჩვზღარბა (AAP, ჰოლანდია), საერთო ჯამში 45 ცხოველი შეემატება. ახალი ბინადრები 13 ივნისს, ორშაბათს, გამთენიისას ჩამოფრინდებიან. მათთვის ვოლიერები უკვე მზადაა.

13 ივნისს ზოოპარკში შესვლა უფასოა და მთელი დღის განმავლობაში საქველმოქმედო ღონისძიებებია დაგეგმილი.

2015 წლის 13 ივნისის შემდეგ თბილისის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე აღდგენილ იქნა ნიანგის, დათვების, მგლების, მარტორქის, ირმების, ლამებისა და ტაპირის, ალპაკების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერები; მოეწყო ჰიპოპოტამის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით; ეგზოტარიუმში გაკეთდა 2 ახალი აკვარიუმი (9 და 4-ტონიანი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს; აშენდა ჰამადრილების, მაკაკების, ლემურების, კენგურუების, დეგუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტებისა და მაჩვზღარბების, კოატების ახალი ვოლიერები.

სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ ზოოპარკის ტერიტორიაზე სრულად აღდგა განადგურებული კომუნიკაციები; პარკი შემოიღობა ლითონის ბადით (850 გრძივი მეტრი); განახლდა მწვანე საფარი; მოიხატა წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობები; გაიხსნა საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკი „მაბუჰაი“ და სუვენირების მაღაზია.

შემოიღობა ზოოპარკის ახალი ტერიტორია თბილისის ზღვის მიმდებარედ. ამჟამად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით მიმდინარეობს დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა (120,000 ლარი). დაპროექტების პროცესშია ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები, რომლებიც GIZ-ის დაფინანსებითვე აშენდება (40,000 ევრო).

თბილისის ზოოპარკს უკვე შეემატა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გამოგზავნილი 29 ახალი ცხოველი. 13 ივნისს 45 ცხოველი ჩამოვა, ზაფხულსა და შემოდგომაზე ზოოპარკი კიდევ 55 ახალ ბინადარს მიიღებს.

1

5

9

3

8

2

7

10

იტვირთბა....