ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამეგრელოში ნიკორას მაღაზია დააყაჩაღეს

სამეგრელოში “ნიკორას” ერთ-ერთ მაღაზიაში ნიღბიანი, შეიარაღებული პირი გვიან ღამით შეიჭრა. მან მოლარეს ფული მუქარით წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ინციდენტის დროს მაღაზიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.

კონკრეტულად რა რაოდენობის თანხაა წაღებული, ამ ეტაპე უცნობია.

ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ სამართალდამცავები.

გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 179 -ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ყაჩაღობას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....