აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“აზერბაიჯანისა და ირანის ხალხები მეგობარი და მოძმე ხალხები არიან” – ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანისა და ირანის ხალხები მეგობარი და მოძმე ხალხები არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე სხვა ქვეყნებიდან დახმარების მიწოდებისთვის შექმნილი პირობებისთვის. მან აღნიშნა, რომ რთულ დროს გამოვლენილი ეს მხარდაჭერა ეფუძნება საერთო კულტურას, რომელიც აერთიანებს ირანისა და აზერბაიჯანის ხალხებს.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების გულწრფელი სიტყვები და მადლიერება აზერბაიჯანისთვის ფასდაუდებელია.

„ეს ასევე ქმნის ჩვენი ურთიერთპატივისცემისა და ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების საფუძველს. ჩვენ ვუსურვებთ ირანს, რაც შეიძლება მალე მშვიდობას“, – აღნიშნა ბაირამოვმა.

იტვირთბა....