აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

“იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ” – რომის პაპი

იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ, არამედ უარყოფს მათ, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, იესო ქრისტე უარყოფს ომს და ამბობს: „ბევრი ლოცვის შემთხვევაშიც კი მე არ მოგისმენთ თქვენ, თქვენი ხელები სისხლით არის დაფარული“.

რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებს მიმართა: „ძმებო და დებო, ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად“.

„როიტერის“ თანახმად, რომის პაპს, ლეო XIV-ს კონკრეტულად მსოფლიოს არცერთი ლიდერი არ დაუსახელებია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მან ირანის ომის მიმართ კრიტიკა გააძლიერა.

იტვირთბა....