ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს მხარდასაჭერად: 5 ქვეყნის შს მინისტრებმა ევროპის საბჭოს ღია წერილით მიმართეს

 

საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე მხარდაჭერა გრძელდება. დღეს ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ღია წერილით მიმართეს ევროპის საბჭოს.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა პირობა და ახლა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას ელის.

“საკითხის განხილვის გადადება უარყოფით გავლენას იქონიებს ევროინტეგრაციის პროცესებზე და იმ რეფორმებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს.” – ნათქვამია წერილში.

ვიზის ლიბერაიზაციის საკითხის შეყოვნებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება. პრეზიდენტის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედება  პროდასავლურ და პროევროპულ პარტიებს 2016 წელს მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებაში დაეხმარება.

 

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....