ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

აფხაზეთში გიგა ოთხოზორიას მკვლელობას დამოუკიდებელი ექსპერტი შეისწავლის

დამოუკიდებელი ექსპერტი თომას ჰამარბერგი საქართველოს პრემირ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

ჰამარბერგი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას შეაფასებს.

ჰამარბერგი ხვალ აფხაზეთის რეგიონში მიემგზავრება, სადაც ადგილზე გაეცნობა ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ის ასევე შეისწავლოს 19 მაისს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თომას ჰამარბერგთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამნაშავის დაუყოვნებლივ დაპატიმრების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

 

თომას ჰამარბერგი აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს მოამზადებს.

იტვირთბა....